პაროდონტოლოგიური მკურნალობა კლინიკა „როგო“-ში ტარდება ევროპის პაროდონტოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ბოლო წლის გაიდლაინებით, რაც არის თანამედროვე მიდგომა ამ დარგში არსებული პრობლემების მიმართ.
საჭიროებისამებრ ინდივიდუალერად დგინდება პაციენტის ე.წ. პაროდონტოლოგიური რუქა periodontal chart, რის საფუძველზეც ხდება მკურნალობის მეთოდის შერჩევა. ამაში სპეციალისტებს ხელს უწყობს კლინიკაში არსებული ბოლო თაობის ტექნოლოგიები, რაც ბევრად აადვილებს და კომფორტულს ხდის პროცედურას პაციენტისათვის.