ინოვაციურობა
ინოვაციურობა

ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრ როგოში დანერგილია რიგი ინოვაციებისა, როგორიცაა

  • მსოფლიოში ცნობილი ფირმის Dentsply Sirona-ს ინოვაციური, უახლესი მოდელის, მულტიფუნცქიური ბორმანქანა
  • საქართველოში პირველი შშმ პირებისთვის  სრულიად ადაპტირებული  გარემო და სტომატოლოგიური კაბინეტი
  • ორ ჰოლიანი პრინციპი ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცულობისთვის: პერსონალის და პაციენტის მოძრაობა კლინიკის მასშტაბით გადანაწილებულია ორ, ერთმანეთისგან აბოსოლიტურად იზოლირებულ ჰოლს შორის.
  • 3 განყოფილებიანი სასტერილიზაციო ბლოკი: ბლოკი აღჭურვილია ციფრული ტექნოლოგიებით, როგორიცაა მაგალითისთვის უახლესი თაობის, გერმანული ფირმის Melag-ის 2-კარებიანი სასტერილიზაციო აპარატი, რომელიც  უზრუნველყოს სასტერილიზაციო პროცესის უმაღლეს დონეზე წარმართვას. სასტერილიზაციო ბლოკში ასევე ხდება ჰაერის სტერილიზაცია სპეციალური ჰეპა ფილტრების საშუალებით.
  • საქართველოში მოცულობით ყველაზე დიდი ლაბორატორია: ლაბორატორია მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და აღჭურვილია უახლესი თაობის ციფრული ტექნოლოგიებით, რომელთაგანაც  განსაკუთრებით აღსანიშნავია  ამიერკავკასიაში პირველი იტალიური ბრენდის Sisma-ს მეტალის კონსტრუქციების დასამზადებელი  ორლაზერიანი აპარატი.  ლაბორატორიაში ფუნქციონირებს 8 განყოფილება და აქ ამ ეტაპისთვის დასაქმებულია 40 ადამიანი. ლაბორატორია საშუალებას იძლევა 15-20 წუთში ანაბეჭდის აღების გარეშე დამზადდეს უმაღლესი ხარისხის ნებისმიერი კონსტრუქცია. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია მოემსახურება არა მხოლოდ ბათუმს, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში  არსებულ სტომატოლოგიურ კლინიკებს.
  • სტერილური ჟანგბადი: კლინიკის ტერიტორიაზე განთავსებულია საქართველოში პირველი, გერმანული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არგონის დასამზადებელი ქარხანა, რომელიც საშუალებას იძლევა ადგილზე  ვაწარმოოთ  99.9 %, აბსოლიტურად სუფთა, სტერილური ჟანგბადიდან მიღებული არგონი.
  • Dentsply Sirona-ს კომპიტერული ტომოგრაფიის აპარატი: ეს უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატი გაზრდილი (11X11) საოპერაციო ველით და გაუმჯობესებული ხარისხით კომპიუტერულ ტომოგრაფიის სხვა, აქამდე ხელმიუწვდომელ დონეს იძლევა.
ინოვაციურობა
როგო
ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრი