ლაბორატორია მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და აღჭურვილია უახლესი თაობის ციფრული ტექნოლოგიებით, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ამიერკავკასიაში პირველი იტალიური ბრენდის Sisma-ს მეტალის კონსტრუქციების დასამზადებელი ორლაზერიანი აპარატი.
ლაბორატორიაში ფუნქციონირებს 8 განყოფილება და აქ ამ ეტაპისთვის დასაქმებულია 40 ადამიანი. ლაბორატორია საშუალებას იძლევა 15-20 წუთში ანაბეჭდის აღების გარეშე დამზადდეს უმაღლესი ხარისხის ნებისმიერი კონსტრუქცია.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია მოემსახურება არა მხოლოდ ბათუმს, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ სტომატოლოგიურ კლინიკებს.