#rec2040207033

როგოს სასწავლო ცენტრი

"როგო" არ არის მხოლოდ კლინიკა – ეს არის ცოდნისა და პროგრესის ცენტრი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მედიცინის განვითარება შეუძლებელია მუდმივი სწავლისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე. სწორედ ამ მისიით დაარსდა ,,როგოს სასწავლო ცენტრი“ .
მეტის წაკითხვა
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში სამედიცინო სფეროს კვალიფიკაციის ამაღლებას, დავნერგოთ უახლესი საერთაშორისო სტანდარტები და შევქმნათ პროფესიული ზრდის სივრცე როგორც დამწყები, ისე გამოცდილი სპეციალისტებისთვის.
რას გთავაზობთ ,,როგოს სასწავლო ცენტრი“?

ინტენსიური მასტერკლასები და ვორქშოფები:

ჩვენ რეგულარულად ვგეგმავთ და ვატარებთ პრაქტიკულ კურსებს სტომატოლოგიის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის ყველაზე აქტუალურ თემებზე. ტრენინგებს უძღვებიან როგორც "როგოს" წამყვანი სპეციალისტები, ისე მოწვეული საერთაშორისო სპიკერები.

თეორიული სემინარები და დისკუსიები:

ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც კოლეგებს შეუძლიათ განიხილონ რთული კლინიკური შემთხვევები, გაეცნონ უახლეს კვლევებს და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.
Mail
Phone
WhatsApp
Made on
Tilda