"როგოს" ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი, ქვეყანაში მოცულობით ერთ-ერთი დიდი ლაბორატორია,რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ტექნიკოსთა გუნდით და სრულად აღჭურვილი ციფრული ლაბორატორიით, რომელიც ჩვენი ტექნოლოგიური გულია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ორთოპედიული კონსტრუქცია - გვირგვინი, ვინირი თუ იმპლანტის ნაწილი- მზადდება ადგილზე, ჩვენივე ტექნიკოსების მიერ, მსოფლიო დონის, ექსკლუზიური აპარატურით. ეს არის სრულყოფილი ხარისხის, დაჩქარებული ვადებისა და საუკეთესო შედეგის გარანტია.
SISMA MY SINT 100 DUAL LASER | იტალია/გერმანია
- მიკრონული სიზუსტე მეტალში: ეს არის უახლესი თაობის 3D ლაზერული პრინტერი, რომელიც ლითონის ფხვნილისგან (ქრომ-კობალტი, ტიტანი) ორმაგი ლაზერის სხივით "ბეჭდავს" კბილის მეტალის კარკასებს, ბიუგელებსა და იმპლანტის აბატმენტებს.
- რითი გამოირჩევა SISMA MY SINT 100 DUAL LASER?
- სრულყოფილი მორგება: 10-მიკრონიანი სიზუსტის წყალობით, კონსტრუქცია იდეალურად ერგება თქვენს კბილს, რაც გამორიცხავს დისკომფორტს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამძლეობას.
- გარანტირებული ხარისხი: ტრადიციული ჩამოსხმისგან განსხვავებით, ლაზერული ბეჭდვა გამორიცხავს მიკროსკოპულ დეფექტებსა და ადამიანურ შეცდომებს.
- უნიკალური ტექნოლოგია: "როგო" ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც ამ ტექნოლოგიას ფლობს.
DOF CRAFT 5X | სამხრეთ კორეა
- რობოტული სიზუსტე თქვენი ღიმილის ესთეტიკისთვის: "all-in-one" ტიპის 5-ღერძიანი სტომატოლოგიური რობოტი, რომელიც უმაღლესი სიზუსტით ჩარხავს ცირკონის, კერამიკის (ვინირები) და სხვა თანამედროვე მასალისგან დამზადებულ რესტავრაციებს.
- რითი გამოირჩევა DOF CRAFT 5X
- განუმეორებელი ესთეტიკა: რობოტის სიზუსტე საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ბუნებრივისგან განურჩეველი გვირგვინები და ვინირები.
- მასალების ფართო არჩევანი: ვმუშაობთ მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების მასალებზე, იქნება ეს ცირკონიუმი თუ ლითიუმ დისილიკატი, თქვენი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
- ექსკლუზივი "როგოში": ეს უახლესი თაობის რობოტი საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია.
YENADENT D43 | თურქეთი/საფრანგეთი
- მაღალსიჩქარიანი ჩარხვა — თქვენი დაზოგილი დრო: 5-ღერძიანი CAD/CAM რობოტი, რომელიც გამოირჩევა წარმოუდგენელი სისწრაფით (60,000-80,000 ბრუნი/წუთში) და სიმძლავრით, რაც მას ტიტანის მსგავს რთულ მასალებთან მუშაობის საშუალებას აძლევს.
- რითი გამოირჩევა YENADENT D43?
- დაჩქარებული მკურნალობა: აპარატის სისწრაფე ნიშნავს, რომ თქვენი მუდმივი კონსტრუქცია გაცილებით მოკლე დროში დამზადდება. ნაკლები დროებითი გვირგვინები და ნაკლები ვიზიტი კლინიკაში.
- სიმტკიცე და საიმედოობა: ტიტანის კონსტრუქციების გამოჩარხვის შესაძლებლობა იმპლანტებზე დაფუძნებული პროთეზირებისას უმაღლესი ხარისხისა და გამძლეობის გარანტიას იძლევა.
- კიდევ ერთი უნიკალური აპარატი: "როგო" ამ ტექნოლოგიის ერთადერთი მფლობელია რეგიონში.
კლინიკა ROGO ემსახურება 300-მდე სტომატოლოგიურ კომპანიას და გთავაზობთ სტომატოლოგიური პროთეზირების თანამედროვე და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ხარისხს, გამძლეობას და ესთეტიკას:
- ტიტანის კონსტრუქცია IPSE-ზე - ეს არის ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც იმპლანტის შემთხვევაში გამოიყენება. ის უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმყარეს და ხანგრძლივობას, რადგან ტიტანის ბალკა არის ყველაზე გამძლე და საიმედო მასალა ამ სფეროში.
- ცირკონის დამატება - ცირკონი წარმოადგენს თანამედროვე მასალას, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და ვიზუალური ესთეტიკით. ის საშუალებას იძლევა, შეიქმნას ბუნებრივი კბილების მსგავსი, ესთეტიკურად სრულყოფილი კონსტრუქციები.
- დისილიკატი (პრეს-კერამიკა) - ეს არის მაღალი ხარისხის, უმეტალო მასალა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ესთეტიკით. იგი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისთვისაც ვიზუალური მხარე პრიორიტეტულია.
- მეტალოკერამიკა - ჩვენ გთავაზობთ მეტალოკერამიკის ორ ვარიანტს: სტანდარტულს და პრემიუმ კლასის მასალას.
- შედგენილი პროთეზები - ჩვენი ლაბორატორია ამზადებს სხვადასხვა ტიპის პროთეზებს, მათ შორის:
- ელასტიური პროთეზები (მათ შორის ბიუგელები)
- ატაჩმენზე დაფუძნებული კონსტრუქციები
- დაპრინტული ბალკები
- მხატვრული პროთეზები
- სტანდარტული პროთეზები
- ლაზერული კარკასი - ჩვენ ვიყენებთ ლაზერულ ტექნოლოგიას კარკასის დასამზადებლად, რის შედეგადაც მიიღება უმაღლესი სიზუსტის კონსტრუქცია. ამ პროცესში გამოიყენება შეფნერის მეტალი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და მაღალხარისხიან მასალად ითვლება.
- ჩანართები - ჩვენთან შესაძლებელია როგორც ცირკონის, ასევე პრეს-კერამიკის ჩანართების დამზადება.
- ჩვენი კლინიკა და ლაბორატორია მუდმივად ნერგავს ინოვაციურ მეთოდებსა და მასალებს, რათა უზრუნველყოს საუკეთესო შედეგები. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეული პაციენტის ღიმილი იყოს ჯანმრთელი, ლამაზი და გამძლე.