ბიოკერამიკული სილერი და ცემენტი გამოიყენება რთული ენდოდონტიური მკურნალობის პროცესში, ფესვის არხის პერფორაციების (დაზიანებების) დასახურად, რეტროგრადულად დაბჟენის დროს, აპექსის დასახურად (აპექსოგენეზი). აღნიშნული მასალების უპირატესობებია მაქსიმალური ბიოშეთავსებადობა, ჰერმეტიკული, საიმედო დაფარვა, სტაბილური ფიზიკური თვისებები, კარგი ადჰეზია დენტინთან, კბილის ქსოვილების რეგენერაციის ხელშეწყობა.
კარიესის სამკურნალოდ და ესთეტიკური რესტავრაციებისთვის გამოიყენება თანამედროვე, კომპოზიტური მასალები, რომლებიც გამოირჩევიან შესანიშნავი ოპტიკურ-ესთეტიკური მახასიათებლებით.