ჩვენი ისტორია

ყველაფერი ერთი იდეით დაიწყო – შეგვექმნა ისეთი სამედიცინო ცენტრი, როგორსაც თავად ვინატრებდით როგორც პაციენტები და პროფესიონალები. ცენტრი, სადაც არ არსებობს კომპრომისი ხარისხზე, სადაც ექიმი მუდმივად ვითარდება და სადაც პაციენტი თავს გრძნობს დაცულად და განსაკუთრებულად.
2002 წელს, ეს ხედვა რეალობად იქცა. ჩვენი დამფუძნებლების მიზანი არ იყო მხოლოდ მორიგი კლინიკის გახსნა. მათ სურდათ, დაემკვიდრებინათ დასავლური სტანდარტები და შეექმნათ ერთიანი სისტემა, რომელიც პასუხს გასცემდა როგორც პაციენტების, ისე პროფესიონალების მოთხოვნებს.

ჩვენ დავიწყეთ სტომატოლოგიური მიმართულებით, თუმცა მალევე გავაცნობიერეთ, რომ პაციენტებს სჭირდებოდათ კომპლექსური ზრუნვა. ასე დაემატა პლასტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის დეპარტამენტები, რომლებიც დაკომპლექტდა თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტებით.
პარალელურად, ჩვენ ვხედავდით ბაზარზე ხარისხიანი მასალებისა და რაც მთავარია, უწყვეტი პროფესიული განათლების დეფიციტს. სწორედ ამიტომ შევქმენით საგანმანათლებლო პლატფორმა და სტომატოლოგიური მაღაზია, რომელიც დღეს მთელ საქართველოს ამარაგებს.
დღეს როგო ამ იდეის ცოცხალი მაგალითია. ჩვენი ისტორია არის მუდმივი ზრდის, ინოვაციების ძიების და დასტური იმისა, რომ როცა საქმეს გულით აკეთებ, შედეგი ყოველთვის შთამბეჭდავია.
Mail
Phone
WhatsApp
Made on
Tilda