სიახლე! კლინიკა ,,როგო“-ში MCT ( მეტა უჯრედული) თერაპია უკვე ხელმისაწვდომია!
2026-05-04 20:40
MCT არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურა, ეს არის რევოლუციური ბიო-ტექნოლოგია, რომელიც უჯრედებს შორის „საუბარს“ აღადგენს. ჩვენი უჯრედები მუდმივად ცვლიან ინფორმაციას, მაგრამ ასაკთან და სტრესთან ერთად ეს კავშირი წყდება. MCT სწორედ ამ კავშირებს აცოცხლებს.
როგორ მუშაობს?
აპარატი წარმოქმნის სპეციფიკურ მაგნიტურ რეზონანსს, რომელიც აღადგენს უჯრედშორის კომუნიკაციას. ის აიძულებს უჯრედებს, ისევ „გაუგონ“ ერთმანეთს, გაცვალონ საჭირო ნივთიერებები და ერთობლივად დაიწყონ კანის განახლება.
რა პრობლემებს აგვარებს?
·უჯრედების ბიოსტიმულაცია: ააქტიურებს ფიბრობლასტებს, რათა მათ ბუნებრივად გამოიმუშაონ საკუთარი კოლაგენი, ელასტინი და ჰიალურონის მჟავა.
·ანთების საწინააღმდეგო ეფექტი: საუკეთესოა მგრძნობიარე, როზაცეასკენ მიდრეკილი ან გაღიზიანებული კანისთვის.
·პოსტ-პროცედურული რეაბილიტაცია: ეს არის ნომერ პირველი საშუალება ინექციების (ბოტოქსი/ფილერი) ან აპარატურული ჩარევის შემდეგ, რადგან მომენტალურად ხსნის შეშუპებას და ლურჯებს.
·თმის თერაპია: საოცრად მუშაობს თმის ცვენის წინააღმდეგ, რადგან აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კვებავს ფოლიკულებს უჯრედულ დონეზე
მთავარი ბენეფიტები:
·რევოლუციური ტექნოლოგია: ეს არის ავტოკრინული იმპულსური სისტემა, რომელიც მუშაობს უჯრედულ დონეზე.
·უჯრედშორისი კომუნიკაციის აღდგენა: აპარატი გამოყოფს 290 მილიარდზე მეტ უჯრედულ იმპულსს, რაც აღადგენს კომუნიკაციას უჯრედებს შორის.
·ბუნებრივი რეგენერაცია: MCT ახდენს ფიბრობლასტების ბიოსტიმულაციას, რაც იწვევს კანში საკუთარი კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას.
·მულტიფუნქციურობა: ეფექტურია როგორც სახის ლიფტინგისთვის და რეგენერაციისთვის, ასევე თმის ცვენის თერაპიაში.
·ანთების საწინააღმდეგო ეფექტი: საუკეთესოა ანთებითი პროცესების (მაგ. აკნე) სამკურნალოდ და პოსტ-ოპერაციული/პოსტ-ინექციური რეაბილიტაციისთვის.
·სერტიფიცირებული ხარისხი: აპარატურა ფლობს ISO და CE საერთაშორისო სერტიფიკატებს, რაც უსაფრთხოების და ეფექტურობის გარანტიაა.
·ენერგეტიკული ბალანსი: აპარატი აღადგენს უჯრედების ბიოლოგიურ ენერგიას და აუმჯობესებს მათ მეტაბოლიზმს.